გამოღვიძება

21-ე საუკუნეში ხშირად ვსაუბრობთ აკრძალულ წიგნებზე.  იყო დრო, როდესაც მათზე ჩურჩულითაც კი არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ე.წ. სკანდალური წიგნები მაინც იწერებოდა, იწერება დღესაც… თუმცა აკრძალულ წიგნებში ძირითადად ისეთ ქვეყნებში დაწერილ ნაწარმოებებს ვგულისხმობთ, რომლებშიც თავისუფლების დაბალი ხარისხია… მაგრამ ეს არ არის სწორი. აკრძალული წიგნები არსებობდა ისეთ თავისუფალ ქვეყნებშიც, როგორებიცაა მაგალითად ბრიტანეთი და აშშ.

ქეით ჩოპინი მე-19 საუკუნის ამერიკაში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე და შვილები. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, არა? მაგრამ 1890-იან წლებში ქეითმა საკუთარი სახელი უკვდავყო. პატარა მოთხრობების ავტორმა დაწერა რომანი, რომელიც შესაძლოა დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ბანალურადაც მოგვეჩვენოს. ცოლის მხრიდან ქმრის ღალატზე უამრავი წიგნი წაგვიკითხავს (შორს რომ არ წავიდე, სულ ცოტა ხნის წინ შევეჯახე ასეთ ისტორიას უილიამ ფოლკნერთან), მაგრამ იმ დროს “გამოღვიძებამ” არნახული სკანდალი გამოიწვია, თავად ავტორი კი ლამის ხმალამოღებულ ფემინისტად მიიჩნევა. არადა, რა დაწერა მან ისეთი? სრულიად “უწყინარი” ამბავი, რომელიც მაშინ ალბათ ყველას გადახდენია (იქნებ თავად მასაც) – უსიყვარულოდ გათხოვება (ძველ ამბებს რომ ვისმენთ ან ვკითხულობთ, ისე ჩანს, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ოჯახს ფაქტობრივად არავინ ქმნიდა), შვილებისა და ქმრისთვის მიძღვნილი ცხოვრება (დღეს ისე ჩანს, რომ მაშინ შვილებიც ერთგვარ მოვალეობად იყვნენ ქცეულნი. იქნებ იმიტომ, რომ დედებს არც მათი მამები უყვარდათ და არც საკუთარი ცხოვრება), იშვიათად შეხვედრა ისეთ ადამიანთან, რომელიც უბრალოდ ამ მოსაწყენი ცხოვრებისგან თავის დაღწევას ნიშნავდა და რომელთანაც მხოლოდ სექსი აკავშირებდათ, ან ჭეშმარიტ სიყვარულთან, რომელსაც საზოგადოება არასდროს შეეგუებოდა… და ხშირად სიკვდილი ან შეგუება ნაცრისფერ ყოფასთან… არის ამაში რაიმე ახალი? არაფერი… მაგრამ სწორედ ამ “ჩვეულებრიობის” გამო აიკრძალა ედნას გამოღვიძების ამბავი… იმიტომ, რომ სხვებსაც არ გამოღვიძებოდათ… არ დაენახათ საკუთარი ყოფის ამაოება… არ გამოსულიყვნენ გალიიდან და ფორტეპიანოს მუსიკის თანხლებით არ გაფრენილიყვნენ თავისუფლების ოკეანისკენ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: