ამბავი ლილე იროელისა

“როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.
ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!” – ასე წარმოგვიდგენს ქარჩხაძის გამომცემლობა “იროელთა ქრონიკების” პირველ წიგნს. რატომღაც მათ ეს წიგნი უკვე გამოსულ გაგრძელებებთან ერთად საბავშვო წიგნების კატეგორიაში განათავსეს, არადა ფენტეზის მოყვარული დიდებიც სიამოვნებით ვეცნობით. ქართული მითოლოგია პატარებზე ნაკლებად არც ჩვენ გვაინტერესებს, მით უფრო, რომ ამ სფეროს ცოტა თუ იცნობს (პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას მშობლიურზე უკეთ ვიცნობ).

ბავშების მსგავსად ჩვენც დიდი სიამოვნებით მივუყვებით უძველესი საქართველოს გზებს (სხვათაშორის, გზამკვლევი წიგნის ყდაზეა მოცემული). მერე რა მასპინძლები გვყავს – როშკაშში დევთ დედას “შვილი” კეთილი დევები გვხვდებიან და ბურდას ოჯახში გვეპატიჟებიან, მიწის ქვეშ, კაცმაცუნების სამყოფელში მხიარული კედელთმწერი აბო თავისი მოხუცი მშობლების სახლისკენ გვეწევა, დალების სამეფოში მებრძოლი ქალები და მათი კეთილი დედოფალი თეკლა საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად გვიწვევენ, ფასისში მმართველი ბაკურის ასულებს – თუთასა და კაისას ვეცნობით, ცეცხლოვან მიწაზე მჭედელ პირქუშთან ერთად ხალიბური ფოლადის იარაღს ვაწრთობთ, ტაბაკონის მთაზე როკაპის შავბნელ საქმეებში ვიღებთ მონაწილეობას, სანე-ღელეში ღვთისშვილების საიდუმლოს ვიგებთ, სამშვილდეში ქაჯებს ვებრძვით ბერი ბაადურის, კოპალასა და იახსარის მხარდამხარ… ბოლოს ბნელთმეუფის საუფლოშიც კი ამოვყოფთ თავს – აბა, ლილეს და რუფიას მარტო ხომ არ გავუშვებთ სამსალას დასამარცხებლად…

P.S. თუ დაინტერესდით ქართულ მითოლოგიაში “მოგზაურობით”, მაშინ თქვენც სცადეთ ლილეს და მისი მტერ-მოყვარის გაცნობა 🙂 ფენტეზის მოყვარულებს აუცილებლად მოგეწონებათ (არ იფიქროთ, რომ ქართული ფენტეზი არ არის საინტერესო). თუ ფენტეზი “თქვენი” ჟანრი არ არის, მაინც სცადეთ – იქნებ ქართული მოგეწონოთ. საკუთარი ქვეყნის მითოსური პერსონაჟები ორმაგად საინეტერესოა, წიგნიც კარგი ხარისხისაა, მწერლის ენაც არ “შეგაწუხებთ” (ჟარგონები და ბარბარიზმები თუ გაღიზიანებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ) და უძველეს ამბებსა და დღევანდელობას შორისაც ბევრ კავშირს აღმოაჩენთ… პირადად ჩემთვის ეს წიგნი ფავორიტთა შორის აღმოჩნდა და გაგრძელებებსაც აუცილებლად გავეცნობი 🙂

21 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    მაისი 31, 2013 @ 17:35:38

    პირველმა წიგნმა არ მიწყინოს და გაგრძელებები კიდევ უკეთესია 🙂

    ქართული მითოსი საბადოა და მადლობა ნატოს, ასე რომ გვანებივრებს ❤

    Like

    პასუხი

  2. tsotnee
    მაისი 31, 2013 @ 17:58:47

    მეც ისე მაინტერესებს. ერთი სული მაქვს.

    Like

    პასუხი

  3. kevana
    მაისი 31, 2013 @ 18:02:33

    კურიოზი გითხრა. ლილე მეგონა გოგო :დდდდ
    და მერე მივხვდი რომ ბიჭი ყოფილა :დდდდ

    Like

    პასუხი

  4. tami
    მაისი 31, 2013 @ 19:49:03

    ლილე არაა გოგო? მეც სულ გოგოს თავგადასავალი მეგონა ეს წიგნი, აუცილებლად მინდა ვიყიდო და წავიკითხო. დავინტერესდი

    Like

    პასუხი

  5. kevana
    მაისი 31, 2013 @ 21:41:53

    ლილე ბიჭი
    ნეტა ქ–ნი ნატო რას იტყვის?
    როდის იქნება შეხვედრა მწერლის ბავშვებთან? მინდა ავტოგრაფი ვთხოვო ❤

    Like

    პასუხი

  6. Author
    ივნ 09, 2013 @ 23:39:56

    “თუ ფენტეზი “თქვენი” ჟანრი არ არის, მაინც სცადეთ – იქნებ ქართული მოგეწონოთ” – ეს ჩემზეა 🙂 უფრო სწორად, ფენტეზით არ დავინტერესებულვარ იროელთა ქრონიკებამდე, ქ-ნმა ნატომ კი თავბრუ დამახვია. ოთხივე წიგნი სწრაფ ტემპში გადავყლაპე და მოუთმენლად ველი შემდეგს. ჩემს ბლოგზეც იმსახურებს წართული მითოსის პოპულარიზაციის საქმეში ნატო დავითაშვილის ღვაწლი ერთ პოსტს და აუცილებლად მივუძღვნი დიდი პატივისცემით 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 10, 2013 @ 00:26:06

      მაშინ ასე ვთქვათ: “თუ ქართული ფენტეზი “თქვენია”, სცადეთ ამ ჟანრის სხვა წიგნებიც – იქნებ მოგეწონოთ” 🙂 …ველოდებით პოსტს 🙂

      Liked by 1 person

      პასუხი

  7. Trackback: ისევ ლილე… | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: აიას გზა ანუ კაისას დაბრუნება | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: