ბეკეტის პერსონაჟ მოლოის (საინტერესო გმირია-თქო რომ გითხრათ, საკმარისად მაინც ვერ გამოვხატავ მის ღირსებებს) მხოლოდ დედა ჰყავს… მაგრამ ნამდვილად მოლოი ჰქვია? ნამდვილად ჰყავს დედა? ეს თავადაც არ იცის. მოლოი სიკვდილის მოლოდინშია, რადგან მის სიცოცხლეს სიცოცხლე არც ჰქვია – სხეულთან ერთად გონებაც “აუჯანყდა”. თუმცა თავის ერთ დიდ აბზაცად დაწერილ მონოლოგში საოცრად “გონიერად” საუბრობს (ფოლკნერის ბენჯის თუ იცნობთ, ნაცნობი გრძნობა დაგეუფლებათ – ცნობიერების ნაკადი იმაზე უფრო “სწორად” მიედინება, ვიდრე სხვათა მონათხრობში)…
მეორე (და ჩემი აზრით, უფრო “მარტივი”) ნაწილი ჟაკ მორანის მონათხრობია. ის ვითომდა მოლოის ეძებს, თუმცა მასავით აბსურდის ლაბირინთში იკარგება. ამას წერის მანერაც მოწმობს (თავიდან – უფრო დალაგებული, ბოლოს – უფრო არეული), მორანის ფიზიკური დეგრადირებაც და ბოლოს თითქოს ზღვარი იშლება – მოლოი და მორანი ერთმანეთს ერწყმიან…
მეტს ვერაფერს დავამატებ – არც თუ ცოტა დრო გავიდა, რაც ეს წიგნი წავიკითხე, მაგრამ ბოლომდე ვერ “გავშიფრე”. იქნებ ეს გარეკანია “გასაღები”? იქნებ მოლოის ცხოვრების გზა ერთი დიდი მოლოდინია, რომელიც ქვის კედელთან მთავრდება?
P.S. ესეც “დიოგენეს ბიბლიოთეკის” მე-20 ტომი (ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი). ვერ გეტყვით, რომ მარტივი საკითხავი იყო (განსაკუთრებით, ჯოისის შემდეგ), თუმცა ნამდვილად ღირდა. თუ შესაბამის განწყობაზე იქნებით, წაიკითხეთ – არ ინანებთ. მე კი “ჯადოსნურ მთასთან” ერთად შემოვდებ თაროზე – გადასაკითხია!
აპრილი 10, 2014 @ 21:05:03
მოლოის გადაკითხვა ყოველთვის საინტერესოა 🙂
LikeLike
აპრილი 11, 2014 @ 12:51:10
1 კვირის წინ მივიტანე სახლში სხვა წასაკითხად გამზადებულ წიგნებთან ერთად, ჩავუჯდები და ვნახოთ 🙂 დიდი ხანია უკიდეგანოდ მსუბუქი წიგნებისა და მაგისტრატურისთვის განკუთვნილი საკითხავის გარდა არაფერი წამიკითხავს. არადა ისე მაინტერესებს გულგრილად ვერ ჩავუარე 🙂
LikeLike
აპრილი 11, 2014 @ 17:36:07
ეს უკიდეგანოდ მძიმეა, მაგრამ ღირს 🙂
LikeLike
აპრილი 11, 2014 @ 17:41:05
ჯერ ვერ ვიყიდე
LikeLike