სანამ ჰიტლერი გვიმზერს

გახსოვთ, ორიოდე წლის წინ სტალინის მსხვერპლთა შესახებ რომ გიამბობდით? არც მეორე დიდი დიქტატორის – ჰიტლერის – შესახებ ვსაუბრობთ იშვიათად (შეძლებისდაგვარად ყურადღებას მესამესაც ვაქცევთ. ისიც დანარჩენებივით მსოფლიოს მმართველობაზე აცხადებს პრეტენზიას), თუმცა მგონია, რომ ისტორიისთვის თვალის გადავლება არასდროსაა ზედმეტი. ახლაც ნაცისტური რეჟიმის სამ “ლიტერატურულ” მსხვერპლზე მინდა მოგითხროთ.

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი  ალბათ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მწერალია. მისი “პატარა უფლისწული” (გნებავთ პრინცი) ჭეშმარიტად შეუდარებელი ნაწარმოებია და ცოტა უცნაურიც კია, რომ ის ავტორმა ომის დროს დაწერა. იმავე პერიოდს მიეკუთვნება “სამხედრო მფრინავიც”, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საომარ მოქმედებებსბ აღწერს, მაინც ძალიან კეთილი წიგნია… ასეთ წიგნებს (სიკეთით აღსავსესა და ისეთ რეალურს, რომ თავი თვითმფრინავში ან სხვა პლანეტაზე გეგონებათ) წერდა კაცი, რომელიც იბრძოდა და რომელიც საბოლოოდ ზეცაში დარჩა… დიახ, ზეცაში… ასეთი ადამიანები არც ალმოდებულ თვითმფრინავში იწვიან და არც ოკეანის ფსკერზე განისვენებენ… ისინი პირდაპირ ზეცაში მიდიან…

და სად მიდიან ჰანასნაირი ადამიანები? ამაზე პასუხი არც მიხაელს აქვს და არც მის შემქმნელ ბერნჰარდ შლინკს. მე კი მაინც მგონია, რომ ქალი, რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცოდა და სრულიად გაუაზრებლად (მე ასე მგონია) მოხვდა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის მცველის თანამდებობაზე, სიცოცხლის ბოლოს “გამართლდა” და ამას არა მხოლოდ იმიტომ ვფიქრობ, რომ ის შეიწყალეს… უფრო იმიტომ, რომ მან დამოუკიდებლად დაიწყო კითხვა (ძირითადად ანტი-ნაცისტური წიგნებისა) და წარსული გაითავისა… მან უფრო თამამად ჩახედა წარსულს თაველებში, ვიდრე “წამკითველმა” მიხაელმა…

ჰიტლერის მანიაკალურ იდეებს ემსხვერპლა დორა ბრუდერიც. მისი ისტორია ძალიან ჩვეულებრივია – ზუსტად ისეთივე, როგორიც 40-იან წლებში მცხოვრები ბევრი ებრაელისა (და ე.წ. “არიელებისაც”, რომლებიც არ შეეგუენ უსამართლობას). განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პატრიკ მოდიანო (მასვე თუ დავესესხებით) სრულიად შემთხვევით სწორედ მის სახელს გადააწყდა 1941 წლის გაზეთში. სტატია გაქცეულ გოგონას ეხებოდა, რომელსაც მშობლები ეძებდნენ, თუმცა, როგორც ეს მაშინ ხდებოდა, ისიც და მისი ოჯახის წევრებიც ყველაზე ადრე გესტაპომ იპოვა… რა მოხდა შემდეგ? ეს უკვე ძალიან მარტივი მისახვედრია… სამწუხაროდ…

P.S. ქართულად სამივე წიგნის მოძიეა შეგიძლიათ. სამხედრო მფრინავთა ამბავს “ოქროს ბიბლიოთეკაში” (გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”) აღმოაჩენთ, “წამკითხველი” გამომცემლობა” ზებრას” ეკუთვნის, “დორა ბრუდერი” კი – “აგორას”.

2 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ნოე 09, 2015 @ 21:08:18

    ოქროს ბიბლიოთეკის ეგზიუპერი ვერ მოვიხელთე ვერსად. ამბობენ, უფლისწულიც არის მანდო და ჯერ ლეგენდად ვიცი ) თვალით არ მინახავს ) სადაც არ ვიყავი, არ გვაქვსო.

    Liked by 1 person

    პასუხი

    • Kejeradze
      ნოე 09, 2015 @ 21:20:12

      ამ სერიის წიგნები უკვე ლეგენდების კატეგორიას მიეკუთვნება :)) ძალიან იშვიათად რამდენიმეს თუ მოვკრავ თვალს – ისიც უფრო ბუკინისტებთან.

      Liked by 1 person

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: