მოგზაურობა ღამის დასალიერში

12395[1]ლუი ფერდინანდ სელინი საფრანგეთში მოღალატედაა შერაცხული და, მე თუ მკითხავთ, სამართლიანადაც. თუმცა როდესაც მის “მთავარ” ნაწარმოებს წაიკითხავთ, ავტორის პიროვნული თვისებები მეორე პლანზე გადაინაცვლებს (აბა გაიხსენეთ დოსტოევსკის, ჰამსუნის, ბერნარდ შოუსა და ბევრი სხვა დიდი შემოქმედის ცხოვრება – მათი, როგორც მოქალაქეების, აზრსაც ხომ არ ვეთანხმებით, მაგრამ როგორც მწერლებს ძალიან ვაფასებთ). რამდენად მოგეწონებათ ფერდინანდის ოდისეა ღამის დასალიერში – პარიზიდან ომში, ომიდან პარიზში, პარიზიდან აფრიკაში, აფრიკიდან ამერიკაში, ამერიკიდან “გიჟებით” დასახლებულ პარიზის გარეუბანში – ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთი რამ კი უეჭველია – მიუხედავად დამოკიდებულებისა ამ წიგნისადმი, სელინის ოსტატობას აღიარებთ. კიდევ იმას, რომ სამყარო სიბინძურეშია ჩაძირული. დიახ, მთელი სამყარო. არა მხოლოდ “მიტოვებული” აფრიკა ან სისხლში ჩაძირული ბრძოლის ველი. უიმედობას ასხივებს პარიზიც, რომელიც შორიდან სიყვარულისა და ბოჰემის ქალაქს ჰგავს, ნიუ-იორკიც, რომელიც ამერიკული ოცნებით შეპყრობილებს იზიდავს. ყველგან “ღამეა”, იმიტომ რომ ბნელა ფერდინანდ ბარდამუს სულში. მას ეს სიბნელე ყველგან თან დააქვს და სხვა არც არაფერი გააჩნია, არც არავინ… თავს მხოლოდ ცინიკური მონათხრობით იქცევს, რომელიც ხან კომიკურია, ხან – ტრაგიკული, ყოველთვის კი – ძალიან რეალური. საოცრად მარტივია მისი წარმოდგენა პარიზის კაფეში, იარაღით ხელში, აფრიკულ ქოხში, ფორდის ქარხანაში, ავადმყოფების ოთახებში, ფსიქიატრიულ კლინიკაში… მარტივია, რადგან სელინი ამ ყველაფერს ისე აღწერს, რომ თითოეული მოვლენა კადრებივით გაგვირბენს თვალწინ… გაგვირბენს, მაგრამ სამუდამოდ დარჩება ჩვენთან…ი სევე, როგორც მარტოობა ბარდამუს ცხოვრებაში…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად ვერა, თუმცა მაინც მოიძიებთ. ის წლების წინ თსუ-ს გამომცემლობას უთარგმნია.

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: