სტალინი და მწერლები

საბჭოთა ისტორიისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. არც ისაა საიდუმლო, რომ ამ საკითხში ჩაღრმავებას არ ვწყვეტ და როგორც კი ახალ მასალას (მხატვრულს თუ დოკუმენტურს) გადავაწყდები, დაუფიქრებლად ვიწყებ გაცნობას. ამჯერად ბენედიქტ სარნოვის მასშტაბურ კვლევას გადავეყარე.

თავის ოთხტომეულში სარნოვი გვიამბობს (ყველაფერი დოკუმენტური მასალითაა გამყარებული) სტალინისა და იმ დროის მწერლების შესახებ. აქ შეხვდებით ისეთ “ახლობელ” მწერლებს, როგორებიც არიან: გორკი, მაიაკოვსკი, პასტერნაკი, ერენბურგი, მანდელშტამი, ბედნი, ა.ტოლსტოი, ზოშჩენკო, ბულგაკოვი, ახმატოვა, შოლოხოვი, ზამიატინი, პლატონოვი, ბაბელი, ფადეევი, სიმონოვი. ერთი შეხედვით მათ არაფერი აკავშირებდათ, თუმცა ბენედიქტ სარნოვმა ისინი გააერთიანა ერთი ნიშნით – მიუხედავად განსხვავებული წერის სტილისა და ბელადის მიმართ დამოკიდებულებისა, ეს მწერლები დღემდე გვახსოვს. თითოეული მათგანი სტალინის მსხვერპლია, თუმცა რაც არ უნდა დაეწერათ, მათ მაინც ვკითხულობთ, რადგან მათი შემოქმედება გენიალურია – ზოგჯერ მიკერძოებული, “ზემოდან” კარნახის შედეგი, მაგრამ მაინც დიდებული… გიკვირთ რატომ გამოვიყენე სიტყვა მსხვერპლი? ამ მწერალთა უმეტესობა ხომ რეპრესიების ფიზიკური მსხვერპლი არ გამხდარა – ზოგმა თავი მოიკლა, ზოგი კი სულაც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა… არა! რეალურად თითოეული მათგანი სტალინის, მასთან ურთიერთობის, მის თვალსაწიერში მოხვედრის, საკუთარი ნიჭის მსხვერპლია, რადგან ბელადმა გაანადგურა ყველა, თექვსმეტივე. მან ისინი მოსპო პირველ რიგში სულიერად… განა ეს არ არის ყველაზე დიდი სასჯელი? განა ასე არ მოექცა ის ყველას?

P.S. მესმის, რომ ასეთი მოცულობის და შინაარსის ნაშრომს მხოლოდ ამ თემით დაინტერესებული მკითხველი ეყოლება, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ ითარგმნება (მაგალითად, ისეთი არაკომერციული გამომცემლობის მიერ, როგორიცაა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”)… ჩემს განუხორციელებელ ოცნებად კი მაინც რჩება სერია, რომელიც საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილ მხატვრულ და დოკუმენტურ წიგნებს გააერთიანებს…

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ხელნაწერები არ იწვის! | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: