ესტონეთი, ერთდროულად 40-იანი და 60-იანი წლები. ესტონელები დიდი სიხარულით ელოდნენ ნაცისტური გერმანიის ჯარების შემოსვლას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებულიყვნენ წითელი ოკუპანტებისგან… შემდეგ უკვე საბჭოელებმა “გადაიბარეს” ნატანჯი ესტონეთი… თხრობა პარალელურად მიდის, რაც დამატებით ინტერესს სძენს ამბავს…
“40-იანების ნაწილში” ესტონეთი ნაცისტების ხელში გადავიდა, თუმცა ნანატრი ბედნიერი ეპოქა არ დამდგარა. მათი მოსვლის შემდეგ მტრედებიც გაუჩინარდნენ (რატომ, თავად ნახეთ), იმედგაცრუებული ადამიანებიც და ზოგიერთი ესტონელის ღირსებაც… მოღალატე ედგარი უცებ “გარდაიქმნა” არიული რასის “სუფთა” წარმომადგენლად, როლანდმა კი ბრძოლა განაგრძო…
“60-იანების ნაწილში” ესტონეთი ისევ საბჭოთა კავშირის “ნაწილი” გახლდათ, თუმცა მტრედები არ დაბრუნებულან. როლანდი ისევ იბრძოდა, ედგარმა კი უკვე “ორთოდოქსი კომუნისტის” როლი მოირგო და იუდითსაც კი შეურიგდა, რომელსაც წლების მანძილზე აწამებდა… სხვა ალბათ არც არაფერი იყო მოსალოდნელი – პატრიოტები არასდროს ურიგდებიან ოკუპაციას (არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელი ბოროტების იმპერია იქნება დამპყრობელი), მოღალატეები კი ყოველთვის სულიერ იმპოტენტებად რჩებიან (რატომ ვამბობ ამას, თავად ნახეთ) – რამდენი სახელი და ბატონიც არ უნდა შეიცვალონ, მაინც საცოდავი მონები იქნებიან…
P.S. საბედნიეროდ, ამ წიგნის ქართული თარგმანიც გვაქვს, რომელიც გამომცემლობა “MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING”-მა შემოგვთავაზა. თუ ეს თემა გაინტერესებთ და ჯერ სოფი ოკსანენის ეს ნაწარმოები არ წაგიკითხავთ, მარტივად მოიძიებთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ – სხვა ღირსებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფინალი აქვს საოცარი… მე კი უახლოეს მომავალში “წმენდას” შევიძენ.
ნოე 10, 2014 @ 21:47:22
ისეთი გაოგნებული ვიყავი ეს ქალი რო აღმოვაჩინე, თანამედროვე მწერალი, ქალი და თან კიდე ფინელი! და უკვე 2 რომანი გვაქვს ქართულად ❤
LikeLike
ნოე 10, 2014 @ 22:42:45
“სტალინის ძროხების” თარგმნაც არ იქნება ურიგო. საინტერესო ჩანს 🙂
LikeLike