გუმბათის ქვეშ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩესთერ-მილში! მოგენატრათ უიმედოთა ქალაქი ან ნისლში გახვეული სუპერმარკეტი? მაშინ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა შეიხედოთ.

ჩესთერ-მილი ერთი ჩვეულებრივი პატარა ქალაქია, რომელიც, როგორც ყველა დასახლებული პუნქტი, კარგი და ცუდი ადამიანებითაა სავსე. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება – ქალაქის მმართველი ჩუმად ათას სისაძაგლეს სჩადის, პოლიციის დიდი ნაწილი არაკომპეტენტურია, თითოეულ მოქალაქეს თავისი საკუთარი პრობლემა აქვს… მაგრამ ეს ძალიან მშვიდი ცხოვრება სრულიად მოულოდნელად რადიკალურად იცვლება – ადამიანები “უცნაურ ტყვეობაში” აღმოჩნდებიან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩესთერ-მილი გუმბათის ქვეშ “ჩაიმალება”. გუმბათის წარმოშობას თვით აშშ-ს მთავრობაც კი ვერ ადგენს და სანამ პოლკოვნიკი კოკსი ქალაქში შემთხვევით დარჩენილ ერაყში ნაომარ დეილ ბარბარას სასწრაფო წესით საკუთარ წოდებამდე ამაღლებს, ქალაქში დიდი ამბები იწყება. თუ ადრე მსოფლიოს გამორჩეული სახელმწიფოს შუაგულში მყოფი ქალაქი “რესპექტაბელურ იერს” ინარჩუნებდა, ახლა, როცა მოსახლეობა ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდა, ყველამ (გაითვალისწინეთ, რომ თითოეული პერსონაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია) გამოაჩინა თავისი უარყოფითი (დადებითიც, მაგრამ ერთეულებმა) მხარეები (ხანდახან ისეთი, რომ წარმოდგენაც კი შეგზარავთ) და გუმბათის ქვეშ არნახული ამბები დატრიალდა, რაც, რა თქმა უნდა, თავად უნდა ნახოთ. არც გუმბათის წარმოშობაზე გეტყვით რამეს, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. დასასრულიც არ იქნება პროგნოზირებადი (აქ ხომ ყველაფერი ერთადაა – დიქტატურა, ბრბოს ფსიქოლოგია და ა.შ.). ასე რომ მოემზადეთ – წინ ბევრი საინტერესო ეპიზოდი, ბევრი სისხლი და ბევრი მოულოდნელობა გელით!

P.S. მრავალდღიანი მოგზაურობისა და წიგნის გადაგდება-აღების შემდეგ ბოლო-ბოლო დავასრულე კინგის ყველაზე მოცულობითი ნაწარმოები და მხოლოდ ერთი რამ გავიფიქრე – სტივ, შენ მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი ბებერი ხარ!!!

P. P. S. ქართულ თარგმანს ხოტბას არ ასხამენ, თუმცა თუ სხვა ენებზე ვერ კითხულობთ, მაინც გირჩევთ (“პალიტრის” “ჩემი რჩეული მსოფლიო”). მოცულობამ არ შეგაშინოთ. დიდი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ ეს დღეები შეუმჩნევლად გაირბენს. კინგი ხომ ყოველთვის კინგია 🙂

17 Comments (+add yours?)

  1. RockerMeloman
    დეკ 29, 2014 @ 21:20:06

    არ აქებენ არა, საშინელებაა :დ ეჭვი მაქვს ზოგი ადგილი გუგლ–თრანსლეითითაა ნათარგმნი

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. ლიკას ბლოგი
    დეკ 29, 2014 @ 21:48:51

    axla gavia, rom gumbatis qvesh wignis mixedvit aris gadagebuli

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 29, 2014 @ 21:49:50

      ჯერ არ მინახავს, მაგრამ დასასრული რომ ვიცი, ეს ის მაინც აღარ იქნება :))

      Like

      პასუხი

    • გარყვნილი სუიციდისტი
      იან 04, 2015 @ 22:54:07

      არადა ვაბშე არ არის წიგნის მიხედვით რაღაც არის საერთო მაგრამ ამბები სულ სხვაა და წიგნი უკეთესია სერიალი სრული კოშმარი >_<

      Like

      პასუხი

      • Kejeradze
        იან 05, 2015 @ 19:15:57

        ჯერაც არ მინახავს, მაგრამ ფოტოებს გადავხედე და მგონი, გუმბათის და რამდენიმე სახელის გარდა არაფერი ემთხვევა 😀

        Like

        პასუხი

        • გარყვნილი სუიციდისტი
          იან 06, 2015 @ 18:45:30

          ჰო და იქ მოქმდი ამბებიც ძაან განსხვავებულია :)) წიგნი საშინლადაა ნათარგმნი თუ საშინელია ვერ გავიგე მაგრამ სერიალი მასზე უარესია :დდ

          Like

          პასუხი

          • Kejeradze
            იან 06, 2015 @ 19:57:50

            გამოცდილ მკითხველებს თუ დავუჯერებთ, თარგმანია საშინელი (მსუბუქად რომ ვთქვათ) :)) ზოგადად წიგნი ნორმალურია – კინგის საუკეთესო ნაწარმოები არ არის, მაგრამ საინტერესოდ კი იკითხება :))

            Like

            პასუხი

            • გარყვნილი სუიციდისტი
              იან 07, 2015 @ 18:22:09

              მე ის ვიცი რომ ჯერ სერიალი რომ ვნახე და მერე წიგნი ვერ მოახდინა შთაბეჭდილება , ვაბშე ვინანე კიდეც რომ წავიკითხე და ვუყურე :დ

              Like

              პასუხი

  3. Emily Smith
    თებ 12, 2015 @ 19:23:28

    ვერა და ვერ ვაიძულე თავი რომ ეს წიგნი წამეკითხა :/ იმდენად უინტერესოდაა დაწერილი, არადა შინაარსი ისეთი საინტერესოა ინტრიგა მკლავს

    Like

    პასუხი

  4. Trackback: ზარი კინგისგან | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი