კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂
წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე.
გახსოვთ ალბათ კუდიანებზე რომ ვისაუბრეთ. ჰოდა, ამჯერად ამ “ქვე-სერიის” დასაწყისი – “თანაბარი უფლებები” (თარგმანი ჩემია და შესაბამისად, ნაკლებად გამართული 🙂 ) – გამოვაძვრინე ქინდლის უკიდეგანო ბიბლიოთეკიდან და არც შევმცდარვარ. ძველი ნაცნობის – დიდებული კუდიანის ესმე Weatherwax-Ветровоски-ს (ამიერიდან ესმე დავუძახოთ, თორემ უნიჭო თარგმანი სერ ტერის შეურაცხყოფა იქნება 🙂 ) გარდა ჯადოქარ ესკარინა სმიტსაც შევხვდი. დიახ, დიახ, არ გეშლებათ – ესკარინა მდედრობითი სქესისა გახლავთ. ნუ იტყვით და თურმე დისკოს სამყაროშიც შეუღწევია გენდერულ თანასწორობას 🙂 წინასაახალწლოდ თავს აღარ შეგაწყენთ და აჯობებს, თჲ დანარჩენს თავად ნახავთ (თუ რუსულ თარგმანზე ან ორიგინალზე მიგიწვდებათ ხელი). მერწმუნეთ, კარგად გაერთობით 🙂
P.S. ახალ წელს გილოცავთ! ბევრ საინტერესო “მოგზაურობას” გისურვებთ. ხომ გახსოვთ – საუკეთესო საახალწლო საჩუქარი წიგნია და სადღესასწაულო დღეებში მათ დაგემოვნებაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ… მე კი წლის უკანასკნელ წუთებს ისევ დელასა და ჯეიმსს მივუძღვნი – ტრადიცია ტრადიციაა 🙂
P.P.S. სულ ბოლოს წლის გამორჩეულ “მოგზაურობებს” გადავხედოთ:
- ნატო დავითაშვილის “ლურჯი სუფრის მოცეკვავე” და “პატარა დინოზავრი დინდინელა”
- ალექსანდრე სოლჟენიცინის “არქიპელაგი გულაგი”
- ანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი”
- სილვია პლათის “ზარხუფი”
- მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი”
- ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” და “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე”
- ანე-კატერინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”
- ვლადიმირ სოროკინის “ოპრიჩნიკის დღე”
დეკ 30, 2014 @ 21:19:41
მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი ^_^
LikeLike
დეკ 31, 2014 @ 15:36:11
დიდი მადლობა ^_^
LikeLike
დეკ 31, 2014 @ 15:43:58
მეც გილოცავ ახალ წელს! ბევრ საინტერესო ლიტერატურულ მოგზაურობას გისურვებ 🙂
LikeLike
დეკ 31, 2014 @ 15:50:29
დიდი მადლობა 🙂
LikeLike
დეკ 31, 2014 @ 21:02:59
გილოცავ ნათ :* გემრიელ მოგზაურობებს გისურვებ, შენ რომ გჩვევია ისეთს და იმაზე უკეთესს ❤
LikeLike
იან 02, 2015 @ 21:07:21
დიდი მადლობა :*
LikeLike
იან 01, 2015 @ 02:22:10
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ! და ულევ წიგნს ასევე :))
LikeLike
იან 02, 2015 @ 21:07:41
დიდი მადლობა :))
LikeLike
იან 18, 2015 @ 09:16:15
გილოცავ (რაღა დროსია, იანვრის ორი მესამედი გავიდა უკვე :დ) 🙂
პრატჩეტის დისკოს ციკლის წიგნებს ვკითხულობ და ამ კაცის იუმორმა გადამრია 🙂 განსაკუთრებით ის მომენტი მიყვარს, რინსვინდი და ორყვავილა მსხვერპლად შესაწირ ქალიშვილს რომ გადაარჩენენ დიდის ამბით და ის გოგო თავზე რომ დაახურავს ყველაფერს, იმისთვის ვინახავდი ამდენი ხანი უბიწოებას, თქვენ რომ გადაგერჩინეთო 🙂 🙂 🙂 🙂
LikeLike
იან 18, 2015 @ 19:27:53
მადლობა 🙂 ეს სასწაული მომენტი იყო. დღემდე მეცინება 😀
LikeLiked by 1 person